სისხლის ანალიზები
სისხლის ანალიზების ჩაბარება სასურველია დღის პირველ ნახევარში (09:00-12:00).
თუ ექიმმა სხვა რეკომენდაცია არ მოგცათ:
- შესაძლებელია წყლის მიღება
- არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება კვლევის წინა დღეს
- თუ მუდმივად იღებთ მედიკამენტებს, აუცილებლად აცნობეთ ექიმს
რომელი ანალიზებია აუცილებლად უზმოდ?
მინიმუმ 8 საათიანი უზმოდ ყოფნა აუცილებელია შემდეგი კვლევებისთვის:
- გლუკოზა
- ინსულინი
- HOMA ინდექსი
- C-პეპტიდი
რომელი ანალიზებისთვის არის რეკომენდებული უზმოდ ყოფნა?
რეკომენდებულია უზმოდ ჩაბარდეს:
- ლიპიდური პროფილი
- ღვიძლის ფუნქციები
- თირკმლის ფუნქციები
- კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი
- რკინა, ტრანსფერინი
- შარდმჟავა
- საერთო ცილა
გლუკოზის ანალიზი ჭამის შემდეგ
სისხლის აღება უნდა მოხდეს ჭამის დასრულებიდან ზუსტად 2 საათის შემდეგ.
- დასაშვებია მხოლოდ წყლის მიღება
- საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება
- დაუშვებელია საკვებისა და სხვა სასმელის მიღება
სასურველია ლაბორატორიაში მიხვიდეთ 10-15 წუთით ადრე, რათა რეგისტრაცია დროულად გაიაროთ და სისხლის აღება ზუსტად დანიშნულ დროს მოხდეს.
გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი
- აუცილებელია 8 საათიანი უზმოდ ყოფნა
- პირველი სისხლის აიღება უზმოდ
- შემდეგ მიიღება გლუკოზის ხსნარი
- განმეორებითი სინჯები აიღება 1 და/ან 2 საათის შემდეგ (კვლევის ტიპის მიხედვით)
- კვლევის მიმდინარეობისას დაუშვებელია საკვების ან სხვა სასმელის მიღება (წყლის გარდა)
შარდის საერთო ანალიზი
შარდის საერთო ანალიზისთვის მომზადება:
- კლინიკაში მოგაწვდიან სტერილურ კონტეინერს. თუ ნიმუში კლინიკის გარეთ გროვდება, გამოიყენეთ სტერილური შარდის კონტეინერი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში.
- ანალიზისთვის გამოიყენეთ დილის პირველი შარდის შუა ნაკადი (თუ ექიმმა სხვა რეკომენდაცია არ მოგცათ).
- ანალიზის წინა დღეს მოერიდეთ ისეთი საკვების ან მედიკამენტების მიღებას, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ შარდის ფერი (მაგ.: ჭარხალი, B ჯგუფის ვიტამინები).
- სასურველია ნიმუში ლაბორატორიაში მიიტანოთ შეგროვებიდან 1-2 საათის განმავლობაში.
მენსტრუაციის პერიოდში შარდის საერთო ანალიზის ჩაბარება რეკომენდებული არ არის.
გაქვთ შეკითხვა?
კონკრეტული კვლევისთვის მომზადების წესებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით.
📞 032 2 303 909